Accessibility links

logo-print logo-print

ცესკო საუბნო ოქმებში უზუსტობებთან დაკავშირებით: პანდემიის რისკ-ჯგუფის ამომრჩეველთა ხმების ნაწილი ჯერ არ იყო ასახული


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგანგებო განმარტება გაავრცელა ამ დროისთვის გამოქვეყნებულ იმ ოქმებთან დაკავშირებით, სადაც მიღებული ხმების და ამომრჩეველთა რაოდენობა არ ჯამდება. ცესკო აცხადებს, რომ პანდემიის რისკ-ჯგუფის ამომრჩევლებისთვის შექმნილი უბნებში, ერთეულ შემთხვევებში, გადასატანი ყუთი, საარჩევნო უბანში დათვლის გარეშე, დალუქულ მდგომარებაში, შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს.

განცხადებაში, რომელიც გიორგი სანტურიანმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გააცნო მედიის წარმომადგენლებს, ითქვა, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, 127 საარჩევნო უბანში, საერთო ჯამში, 311 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით მიმდინარეობდა კენჭისყრის პროცესი.

ცენტრალური საარჩევენო კომიის განმარტებით, სპეცჯგუფების მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა შესაძლოა აღემატებოდეს სუბიექტებისთვის მიცემული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამს. კომისია მიიჩნევს, რომ ეს, ერთის მხრივ ბუნებრივია, რადგან სპეციალური უბნების მეშვეობით ყველა ამომრჩეველს, გარდა პროპორციულისა, არ ჰქონდა მაჟორიტარული ან სხვა წესით ხმის მიცემის უფლება.

აღნიშნულმა რომ არ გამოიწვიოს გაურკვევლობა, ცენტრალური საარჩევნო კომისია „მეტი სიცხადისთვის“ განმარტავს, რომ ყველა ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული და უზრუნველყოფილი მათი ნების გამოვლენა, ასახული საბოლოო შედეგებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG