Accessibility links

logo-print logo-print

ნიკა გვარამია ცდილობს ცესკო-ს შენობაში შესვლას


„მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რამდენიმე წუთის წინ მივიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან. პოლიციას ჩაკეტილი აქვს გზა და გვარამიას, ისევე, როგორც აქტივისტებს, შენობასთან მისვლის საშუალებას არ აძლევს.

როგორც „მთავარი არხის" ჟურნალისტმა თქვა, ცესკო-ს შენობიდან უნდა გამოვიდეს „მთავარი არხის" კორესპონდენტი, რომელიც, სწორედ, გვარამიამ უნდა ჩაანაცვლოს. „მაინტერესებს თამარ ჟვანიასთან და ცესკო-ს სხვა წევრებთან ინტერვიუ", - უთხრა ნიკა გვარამიამ რადიო თავისუფლებას.

ინტერაქტიული რუკა
ინტერაქტიული რუკა

ნიკა გვარამია არ ეთანხმება საპარლამენტო არჩევნების შესახებ ცესკო-ს წინასწარ მონაცემებს, რომლის თანახმად, „ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს ამომრჩევლის 50.46%. გვარამიამ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს საქართველოს მოქალაქეების არჩევანის დაცვისკენ მოუწოდა.

პოლტიკურმა პარტიებმა უკვე დაგეგმეს საპროტესტო აქციების დაწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG