Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროპორციული სისტემით დათვლილია საპარლამენტო არჩევნებში მიცემული ხმების თითქმის 95%


3847 საარჩევნო უბნიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დათვლილია 3626 უბნის შედეგები (94,26%). პროპორციული სისტემით პარტიებისა და ბლოკების შედეგები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 48.12%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” - 26.94%;

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 3.79%

„ლელო“ - 3.19%;

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 3.18%;

„სტრატეგია აღმაშენებელი” - 3.15 %;

„გირჩი“ - 2.95%;

„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - 1.34%;

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 1%.

დანარჩენ სუბიექტებს 1%-ზე ნაკლები აქვთ.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. არჩევნები საქართველოში გუშინ, 31 ოქტომბერს გაიმართა.

რადიო თავისუფლების ინტერაქტიულ რუკაზე თვალი მიადევნეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლის პროცესს.

XS
SM
MD
LG