Accessibility links

მელია: დღეს დილით დედამ მესიჯი მომწერა - „ბრძოლა ბოლომდე“


„პოლიტიკაში 2014 წელს ჩავერთე. არცერთი წუთით დედაჩემი, მშობელი დედა, არ მიესალმებოდა ჩემს ამ ნაბიჯს. მეტიც, საყვედურს მაძლევდა ხოლმე, რა გინდოდა და ეს გრძელდებოდა უკანასკნელ დღეებამდე. დღეს დილით, მესიჯი მივიღე დედაჩემისგან, ქალისგან, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში მებრძოდა, რომ არ ვყოფილიყავი პოლიტიკაში. ერთი მესიჯი - „ბრძოლა ბოლომდე“ და ძახილის ნიშანი“, - ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე საარჩევნო სუბიექტის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ.

ის დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში, გაერთიანებული ოპოზიცია დასახულ მიზანს მიაღწევს:

„შეუძლებელია, ამაყი, ვაჟკაცი, პატრიოტი ხალხი დაჩაგრო. ომი გაგვიმართა გუშინ ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ჩვენ ეს ომი არ წაგვიგია. ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ და ვიქნებით მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ უახლოეს დღეებში, ხაზს ვუსვამ, უახლოეს დღეებში“.

საქართველოს პარლამენტის წინ, ამ წუთებში, გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს, რომელზეც ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერები და მათი მხარდამჭერები, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამ შედეგებთან შეგუებას არ აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG