Accessibility links

ოპოზიციამ პარლამენტთან კარავი გაშალა


პარლამენტის შენობის წინ პროტესტის მონაწილეებმა კარავი გაშალეს. ამ პროცესს იქ შეკრებილი მოქალაქეები ოვაციებით შეხვდნენ.

დღეს კარვის გაშლის კიდევ ერთი შემთხვევა წარუმატებლად დამთავრდა. მათ პოლიციამ არ მისცა უფლება.

აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს, 16:00 საათიდან დაიწყო. გამოსვლების დასრულების შემდეგ მოქალაქეები და პოლიტიკოსები "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის "წასვლას" და გუშინ ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვდნენ. ამ მოთხოვნით მასშტაბურ აქციას ოპოზიცია ერთ კვირაში გეგმავს. როგორც მედიას "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა ის დღევანდელ ღამეს პარლამენტთან გაატარებს.

მოქალაქეები და პოლიტიკოსები აპროტესტებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნება", დიდი ალბათობით, ხელისუფლებას კოალიციის გარეშე დააკომპლექტებს. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ არა დარღვევები, "ქართული ოცნება" უმრავლესობაში ვეღარ მოვიდოდა.

პარტიების ნაწილმა დააანონსა, რომ არ შევა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG