Accessibility links

ციხეში გიორგი რურუაზე თავდასხმის კადრებს აქვეყნებს სპეციალური პენიტენციური სამსახური


სპეციალური პენიტენციური სამსახური აქვეყნებს ვიდეოკადრებ, რომელიც ასახავს ციხეში გიორგი რურუაზე თავდასხმას.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში. რურუას დაწესებულების მორიგე ქირურგის მიერ მაშინვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.

„დაახლოებით 15:25 სთ-ზე, 1-ლი სარეჟიმო კორპუსის E-6 ფლიგელში (სადაც 24-საათიანი ელექტრონულ- ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება) გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და ახორციელებდა სატელეფონო ზარს.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იქვე ახლოს მდებარე N76 საკანში (ბრალდებულ პ.ნ.-ს საკანში), ტარდებოდა საპირფარეშოს სარემონტო სამუშაო, რის გამოც საკნის კარი იყო ღია.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში. რურუას დაწესებულების მორიგე ქირურგის მიერ მაშინვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.

„დაახლოებით 15:25 სთ-ზე, 1-ლი სარეჟიმო კორპუსის E-6 ფლიგელში (სადაც 24-საათიანი ელექტრონულ- ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება) გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და ახორციელებდა სატელეფონო ზარს.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იქვე ახლოს მდებარე N76 საკანში (ბრალდებულ პ.ნ.-ს საკანში), ტარდებოდა საპირფარეშოს სარემონტო სამუშაო, რის გამოც საკნის კარი იყო ღია.

რადიო თავისუფლება ელაპარაკა გიორგი რურუას ადვოკატს დიმიტრი საძაგლიშვილს. ის არ ეთანხმება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და ამბობს, რომ გიორგი რურუას თავს დაესხნენ, როდესაც ის მიდიოდა ადვოკატთან შესახვედრად.

„ამ თავდასხმას წინ არ უძღოდა არანაირი კონფლიქტი ან სიტყვიერი შელაპარაკება. ცხადია, რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ძალადობა გიორგი რურუას მიმართ. ამის საპასუხოდ, პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც თითქოსდა გამორიცხავს ჩვენს პოზიციას, რეალურად ეს არის პირიქით: გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ გიორგი, როგორც კი ჩნდება კადრებში, მასზე ხდება ფიზიკური თავდასხმა და ვხედავთ, რომ იქ რამდენიმე პატიმარი იმყოფება".

ადვოკატის განმარტებით, გიორგი რურუა, როგორც სამარტოო საკანში მყოფი პატიმარი განსაკუთრებული რეჟიმის ქვეშაა.

„გიორგი რურუა არის სამარტოო საკანში და ჩვენთვის ცნობილია, რომ, როდესაც ის გადაჰყავთ ერთი წერტილიდან მეორეზე, ამას სხვა პატიმრები არ ესწრებიან და მასთან კონტაქტი არ აქვთ. ეს ვიდეო პირიქით, ადასტურებს, რომ ეს იყო გიორგი რურუას მიმართ ორგანიზებული თავდასხმა. სასაცილოა, იმის შესახებ საუბარი, რომ საკანში რემონტი ჰქონდათ და ამიტომ აღმოჩნდნენ იქ თავდამსხმელები. მე პირადად ამას ვერ მივიჩნევ დამაჯერებლად. გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ თითქოს გიორგი რურუას მოუვიდა ვიღაცასთან ფიზიკური კონფლიქტი და მერე გამოვარდნენ დანარჩენი პატიმრები. სინამდვილეში, ორ წამში მაშინვე ჩნდებიან სხვა პატიმრები", - აღნიშნავს საძაგლიშვილი.

რურუას ინტერესების დამცველი იხსენებს, რომ მსჯავრდებულთან შეხვედრის პროცედურებს: „როდესაც მე ციხეში მივდივარ, ყოველთვის მიწევს უფრო დიდ ხანს ლოდინი, ვიდრე სხვა ადვოკატებს, იმიტომ, რომ გიორგის გამოყვანისას იკეტება მოძრაობა, რომ მას არ ჰქონდეს შეხება სხვა პატიმრებთან. არ ვიცი სამარტოო საკნებში მყოფი ყველა პირის მიმართ იყენებენ ამ პროცედურას თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ გიორგი რურუასთან შეხება სხვა პატიმრებს აქამდე არ ჰქონიათ. ახლა ნახეთ, რომ რამდენიმე პატიმარი იყო, რაც აშკარად ჰგავს ორგანიზებულ თავდასხმას. ეს ხელისუფლების ორგანიზების გარეშე ვერ მოხდებოდა".

რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. ადვოკატების პოზიციაა, რომ მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, საქმე გაყალბებულია და არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. რურუას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მისი გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ამასთანავე, ბრალდებულს კიდევ ერთი ბრალი ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. მოსამართლემ მოცემულ ნაწილშიც ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG