Accessibility links

site logo site logo

თამარ ჟვანია: იმ შემთხვევაში გადავდგები, თუ მონაცემებს სწორად არ დავითვლით


ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხალხის ნება იყოს გამოხატული. "რუსთავი 2"-ის ეთერში თქვა, რომ მონაცემები სწორად ითვლება.

"თამარ ჟვანია იმ შემთხვევაში მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას [გადადგომის შესახებ], თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ", - თქვა ჟვანიამ.

ოპოზიცია არ აღიარებს ცესკოს წინასწარ შედეგებს, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნება" იმარჯვებს. ამ მონაცემებით მას უკვე მოგროვებული აქვს 75 მანდატი. ოპოზიცია შედეგებს გაყალბებულს უწოდებს და უარს ამბობს პარლამენტში შესვლას. ისინი ითხოვენ თამარ ჟვანიას გადადგომასაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG