Accessibility links

სამაჯურის მოხსნის გამო პროკურატურამ მელიას საქმეზე სასამართლოს მიმართა


საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს სთხოვს, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, ნიკა მელიას სამაჯურის მოხსნის გამო აღკვეთის ღონისძიება შეუცვალოს. პროკურატურის მოთხოვნაა, მას გირაო შეეფარდოს. პროცესი სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული.

ნიკა მელიამ სამაჯური, რომელიც პროკურატურის მოთხოვნით დაუმაგრეს, საჯაროდ, აქციაზე 2 დღის წინ მოიხსნა. „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის გადაგდება არა მხოლოდ სამართალდარღვევა, არამედ მძიმე პროვოკაციაა. მიუხედავად ამისა, კობახიძეს მიაჩნია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით მისი დაკავება სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა.

ნიკა მელიას პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ელექტრონული სამაჯური 2019 წლის 3 ივლისს შეაბეს. ამ სამაჯურით მასზე ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდებოდა.

ნიკა მელიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს წაუყენა, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG