Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა


ნათია თურნავა
ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანახმად, ნათია თურნავა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში განაგრძობს.

2 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდათ ასევე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათია მეზვრიშვილს.

თვითიზოლაციაში იმყოფება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსი მისი ოჯახის წევრს დაუდასტურდა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 44 522 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1833 -ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 28 633.

ბოლო დღე-ღამეში 20 პაციენტი გარდაიცვალა, რითაც გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 362-მდე გაიზარდა.

XS
SM
MD
LG