Accessibility links

თბილისში ბაგა-ბაღები იხურება გაურკვეველი დროით


5 ნოემბრიდან თბილისში ბაგა-ბაღები იხურება, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო.

„არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გუშინ ძალიან ბევრი მსჯელობა იყო საბჭოზე ამ საკითხთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ხვალიდან, საბავშვო ბაგა-ბაღები მთლიანად დაიხურება დროებით, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუფრთხილდებით ჩვენი შვილების, მომავალი თაობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე და დაამატა, რომ ბაღების საკვებს მშობლებს სახლში გაატანენ.

ბაღები გაიხსნება მაშინ, როცა თბილისის მთავრობა შესაბამის რეკომენდაციას მიიღებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსგან.

4 ნოემბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსის 2 300-მდე ახალი შემთხვევიდან 989 თბილისში გამოვლინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG