Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროს ოთხი სადგურის შესასვლელებში მგზავრთა ნაკადი გაკონტროლდება


Georgia -- Crowded metro in Tbilisi.
Georgia -- Crowded metro in Tbilisi.

პიკის საათებში ყველაზე ხალხმრავალი მეტროს სადგურების - „ვარკეთილი“, „ახმეტელის თეატრი“, „დიდუბე“ და „სადგურის მოედანი“ - შესასვლელებში მგზავრთა ნაკადი გაკონტროლდება და რიგების მართვა განხორციელდება, - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

განცხადების თანახად, მეტროპოლიტენის თანამშრომლები მუდმივად დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადს. როდესაც ნაკადი კრიტიკული იქნება და ვირუსის გავრცელების კუთხით საფრთხეს შექმნის, მეტროს სადგურების ჩასასვლელებში, რიგის მართვის მეშვეობით, ადამიანების დაშვება შეფერხდება.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეპიდემიოლოგებისა და საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებით იქნა მიღებული.

გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2401 შემთხვევა. ეპიდემიის პერიოდში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით 106-ით მეტი ახალი შემთხვევაა. გარდაიცვალა 20 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 401-მდე გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2289-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG