Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხეს


პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხეს.

გამოკითხვის შემდეგ კობახიძემ განაცხადა, რომ სუს-ს ინფორმაცია მიაწოდა რამდენიმე დღის წინ მის მიერვე გაკეთებულ განცხადებათან დაკავშირებით, „რევოლუციური სცენარის ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისზე“.

„ჩვენ დავასახელეთ მათი ლიდერების გვარები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც არის შედგენილი მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც ლიდერია ამ მთავარი კრიმინალური, დესტრუქციული პოლიტიკური ძალის. მასთან ერთად, ასევე, მოქმედებდნენ რამდენიმე წარმომადგენელი ამ პარტიის. დავასახელებდი დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინს, იყვნენ სხვებიც“.

ირაკლი კობახიძემ 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე დესტურქციულ ქმედებებს გეგმავდა, რისთვისაც სხვადასხვა რეგიონში, ჩამოაყალიბეს ყოფილი ძალოვნების ჯგუფები და ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები.

კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა ენმ - „ძალა ერთობაშია“-ს გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი ნიკა მელია და თქვა: „ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG