Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსში ახალი არჩევნების გამართვის მოწოდებით გამოვიდა


დომინიკ რააბი
დომინიკ რააბი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი ბელარუსში ახალი არჩევნების გამართვის მოწოდებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა დამოუკიდებელი ანგარიში აგვისტოს „გაყალბებული“ საპრეზიდენტო არჩევნებისა და საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენების თაობაზე.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურ გამარჯვებულად გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 26 წლის განმავლობაშია ხელისუფლების სათავეში. არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დაიწყო ფართო მასშტაბის საპროტესტო აქციები.

რააბმა ილაპარაკა ანგარიშზე, რომელიც 5 ნოემბერს წარედგინა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს.

„მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს მისი რეკომენდაციები და ჩატარდეს ახალი არჩევნები. ჩვენ გავაგრძელებთ ბელარუსელი ხალხის გვერდში დგომას მათი გაჭირვების ჟამს,“ დაწერა რააბმა ტვიტერში.

ანგარიში ბელარუსს მოუწოდებს, „საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოეწყოს ახალი ნამდვილი საპრეზიდენტო არჩევნები“. მასში აღნიშნულია, რომ 9 აგვისტოს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. მასში ასევე დაგმობილია ბელარუსის ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ადამიანის უფლებების „სისტემური“ დარღვევები მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ.

დოკუმენტის მიხედვით, ის გარემოება, რომ არავის მოეთხოვება პასუხი დემონსტრანტთა წინააღმდეგ განხორციელებული „წამებისა და სასტიკი მოპყრობის კარგად დასაბუთებული შემთხვევებისთვის“, ცხადყოფს დაუსჯელობის ატმოსფეროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG