Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საარჩევნო კომისიებთან მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს. მისი შეფასებით, აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან მიმდინარე საპროტესტო აქციები, განსაკუთრებით კი აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, რაც მშვიდ გარემოს საჭიროებს იმისთვის, რომ დაცული იქნას თითოეული ამომრჩევლის ხმა.

„ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემისკენ. ასევე მოგიწოდებთ მკაცრად დაიცვათ ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის არის აუცილებელი. ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის, მათი ლიდერებისა და აქციის თითოეული მონაწილის პასუხისმგებლობა!", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

რამდენიმე დღეა ცესკო-თან და საოლქო საარჩევნო კომისიებთან ოპოზიციის წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი საჩივრების დაკმაყოფილებასა და ხშირ შემთხვევაში მაჟორიტარი კანდიდატების საოლქო კომისიის სხდომებზე დასწრებას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG