Accessibility links

ლაშა ჩხარტიშვილი: მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, ან საქმე შეიძლება მივიდეს რევოლუციამდე


„ლეიბორისტული“ პარტიის წარმომადგენელი, ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ თუ საქართველოში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება, „საქმე შეიძლება მივიდეს რევოლუციამდე“.

„მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, იმიტომ, რომ სხვას აზრი არ აქვს - იმდენად მასობრივი იყო გაყალბება, რომ ამის გასწორება უკვე შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, საქმე შეიძლება მივიდეს რევოლუციამდე - თუნდაც მშვიდობიანამდე, სხვანაირს არც განვიხილავთ“, - უთხრა ჩხარტიშვილმა რადიო თავისუფლებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმიდინარე აქციაზე.

მისივე მტკიცებით, „ქართული ოცნების“ თამჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა „ყველა მანკიერება - გაყალბება, მოსყიდვა, ძალადობა და ა.შ. რაც კი გვინახავს 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა ხელისუფლების მხრიდან“:

„ივანიშვილს აქვს ბოლო შანსი - დანიშნოს ხელახალი არჩევნები, აარიდოს ქვეყანა ძალიან სერიოზულ რყევებს“, - ამბობს ჩხარტიშვილი და განაგრძობს: „[თამარ] ჟვანიას ვაძლევთ ასევე ბოლო შანსს - მისცეს აღიარებითი ჩვენება, გადადგეს და შეიმსუბუქოს საკუთარი სამართლებრივი სასჯელი, საოლქო კომისიების თავმჯდომარეებთან ერთად“.

თბილისში ცესკოსა და რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციური პარტიების რამდენიმე ათეული წევრი და მხარდამჭერი არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. ხელისუფლება და ცესკო არჩევნების გაყალბებას უარყოფენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG