Accessibility links

site logo site logo

თამარ ჟვანიამ „ტვ პირველთან" შეთანხმებულ ინტერვიუზე უარი თქვა - რას განმარტავს ცესკო


თამარ ჟვანია

„ტვ პირველის" ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ 5 ნოემბერს შეთანხმებულ ინტერვიუზე უარი თქვა. გადაცემა „პირველი ხაზის" წამყვანების შეფასებით, ჟვანია დაემალა შეკითხვებსა და მაყურებელს. „ტვ პირველი" დილიდან აანონსებდა ჟვანიასთან ინტერვიუს.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ცესკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს ქეთი ჯანელიძეს. მან თამარ ჟვანიას მხრიდან გადაცემაში სტუმრობაზე უარის თქმის მიზეზად შეხვედრა დაასახელა, თუმცა არ დააკონკრეტა, ვის შეხვდა თამარ ჟვანია და აღნიშნა, რომ „საქმიანი შეხვედრა იყო". ჯანელიძემ გვიამბო „ტვ პირველთან" კომუნიკაციის შესახებ: „მე მქონდა შეთანხმებული „ტვ პირველთან" გადაცემა, თამარ ჟვანია ერთხელ უკვე იყო მათთან სტუმრად, გადაუდებელი საქმის, შეხვედრის გამო მოუწია უარის თქმა. დიდი ბოდიშის მოხდით, ორი საათით ადრე ვუთხარი ტელევიზიის წარმომადგენელს ამის თაობაზე, რამაც გამოიწვია ის, რაც ეთერში ნახეთ".

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ვინც, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახა ან ვერ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ზღვარი - ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს. პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. ისინი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან არჩევნების გაყალბებაში თამარ ჟვანიას ადანაშაულებენ.

ოპოზიცია 8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გეგმავს საპროტესტო აქციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG