Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ახალი პიკია


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 22 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 423-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2775 შემთხვევა. ეპიდემიის პერიოდში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით, 374-ით მეტი შემთხვევაა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 51 993 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3560-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 37 019.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა ნოემბერში:

1 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1791. გარდაცვლილი 28;

2 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1852. გარდაცვლილი 7;

3 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1943. გარდაცვლილი 20;

4 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2295. გარდაცვლილი 19;

5 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2401. გარდაცვლილი 20;

6 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2775. გარდაცვლილი 22.

XS
SM
MD
LG