Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი შარაბიძე: განუხილველი არ ნიშნავს იმას, რომ კომისიამ არ განიხილა


გიორგი შარაბიძე
გიორგი შარაბიძე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის თქმით, ხდება ტერმინოლოგიური აღრევა, როდესაც საქმე ე.წ. განუხილველ საჩივრებს შეეხება. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ გიორგი შარაბიძემ განაცხადა, რომ განუხილველი საჩივრის იურიდიულ სტატუსს განმარტავს:

„თუ საჩივარი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ ან წარდგენილია ვადის დარღვევით სწორედ საარჩევნო კოდექსის თანახმად, არის ასეთი ტერმინი რომ ის რჩება განუხილველად. ოღონდ იმას კი არ ნიშნავს, რომ ფურცელი დევს და ვიღაცამ გვერდზე გადადო... ანუ ტერმინია განუხილველად დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ საჩივარი იყო განხილული, უბრალოდ მისი სტატუსია იურიდიული ასეთი“, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ. მან დაინტერესებულ საზოგადოებას ცესკოს ვებგვერდზე შესვლისკენ და საჩივრების რეესტრის გადახედვისკენ მოუწოდა.

ცესკოსა და რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან არჩევნების დარღვევებზე დაწერილი საჩივრების განხილვა ოპოზიციური პარტიების რამდენიმე ათეული წევრისა და მხარდამჭერის პროტესტის ფონზე წარიმართა. ისინი, მათ შორის, განუხილველი საჩივრების დიდ რაოდენობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ხელისუფლება და ცესკო არჩევნების გაყალბებას უარყოფენ. საჩივრების განხილვა საოლქო კომისიებში დასრულებულია, მომჩივნებს ახლა შეუძლიათ სასამართლოებს მიმართონ.

XS
SM
MD
LG