Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტი ილია სულამანიძე ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში


ხორვატიის ქალაქ პორეჩში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბოლო დღეს, საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების სამი წევრი გავიდა ტატამზე და სამივემ მოიპოვა ფინალურ ბლოკში ჭიდაობის უფლება.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ახალგაზრდებს შორის ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ილია სულამანიძემ დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა, ფინალში გავიდა და დღესვე, საჩემპიონო ბრძოლაში თურქ მარტ სისმანლის დაუპირისპირდება. მიხეილ ბექაურსა (90 კგ) და საბა ინანეიშვილს (+100 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილს თითო შეხვედრის მოგება აშორებთ. ბექაური „ბრინჯაოს ფინალში“ რუსეთის ნაკრების წევრ მანსურ ლორსანოვს დაეჭიდება, ინანეიშვილი - პოლონელ ვოიცეხ კორდიალიკს.

XS
SM
MD
LG