Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიტალი კლიჩკომ შეინარჩუნა კიევის მერის პოსტი


კიევის მერის არჩევნების საბოლოო შედეგებით, უკრაინის დედაქალაქის მოქმედმა მერმა, ვიტალი კლიჩკომ, გადალახა 50%-იანი ბარიერი და მეორე ვადით შეინარჩუნა კიევის მერის პოსტი.


არჩევნების საბოლოო შედეგები პარასკევს გამოაცხადა კიევის ტერიტორიულმა საარჩევნო კომისიამ. ვიტალი კლიჩკოს მხარი დაუჭირა დედაქალაქის ამომრჩევლების 50,52-მა პროცენტმა, რაც ნიშნავს, რომ განმერებითი ტურის ჩატარება აღარ არის საჭირო.


უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ქალაქების მერების არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართა.

კომისიის საბოლოო შედეგებით კიევის საბჭოს არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა ხმათა 20,52-ით გავიდა ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობა“, შემდეგ მოდის ვიტალი კლიჩკოს“უდარი“, მესამეზეა- „ერთობა“, ხოლო მეოთხეზე- პრორუსული ბლოკი „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის“.

ქვეყნის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზლენსკის პარტია „ხალხის მსახური“ კიევის საბჭოში მეხუთე ადგილს დასჯერდა. ასევე მეხუთე ადგილი ხვდა წილად მმართველი პარტიის კანდიდატ, ირინა ვერეშჩუკს, კიევის მერის არჩევნებში.

XS
SM
MD
LG