Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ქვეყნების საავადმყოფოები გადატვირთულია, კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვმა 300 ათასს გადააჭარბა


ევროპის ქვენებში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვმა გადააჭარბა 300 ათასს და რუსეთიდან იტალიამდე, თითქმის ყველა ქვეყანაში, ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი სარეკორდოა, ყველგან შემოღებულია ახალი შეზღუდვები, კარანტინიდან კომენდანტის საათამდე. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნუსხა 6 ნოემბერს მთელ მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების სარეკორდო მაჩვენებელი.

ფრანსპრესის სააგენტოს თანახმად, ევროპაში კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით 300688 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ამ რიცხვის ორი მესამედი მოდის გაერთიანებულ სამეფოზე, იტალიაზე, საფრანგეთზე, იტალიასა და ესპანეთზე, ასევე რუსეთზე.

ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობა დიდ ტვირთად აწვება საავადმყოფოებს მთელ კონტინენტზე, რაც მოასწავებს სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდას.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ კოვიდ-19-ის პაციენტების რაოდენობის გაორმაგებას ყოველ ათ დღეში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები მომავალში ვერ მოერევიან.

საფრანგეთში ინტენსიური თერაპიის საწოლების 85 პროცენტი კოვიდით დაავადებულებს, ანუ 4000 პაციენტს აქვს დაკავებული, ჰოსპიტალიზებულია 30 ათასამდე ადამიანი.

პოლონეთში, სადაც 6 ნოემბერს რეგისტრირებული იყო 27100 ახალი შემთხვევა და კოვიდ-19-მა 445 ადამიანი იმსხვერპლა, პაციენტები პირველად მოათავსეს ვარშავის სტადიონზე მოწყობილ საველე საავადმყოფოში. ვითარება უარესდება რუსეთში, რომელიც მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა და სადაც დაავადებულთა საერთო რიცხვმა მიაღწია 1,7 მილიონს. 6 ნოემბერს კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიურმა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა.

XS
SM
MD
LG