Accessibility links

site logo site logo

კამალა ჰარისის მიერ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება ისტორიული მოვლენა იქნება აშშ-ისთვის


აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის არჩევა ისტორიული მომენტი იქნება ვიცე-პრეზიდენტისთვის, რადგან ამ პოსტს დაიკავებს კალიფორნიელი სენატორი, კამალა ჰარისი, პირველი ქალი, პირველი აფრიკელ-ამერიკელი, რომელიც ამავე დროს, პირველი აზიური წარმოშობის ქალი იქნება მნიშვნელობით მეორე თანამდებობაზე ქვეყანაში.

ადრე ერთადერთი არათეთრკანიანი, რომელსაც ამ ორი მნიშვნელოვანი თანამდებობიდან ერთ-ერთი ეკავა, იყო ბარაკ ობამა, რომელიც პრეზიდენტის სავარძელში იყო 2009-2017 წლებში. ჯო ბაიდენს ობამას ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.

ბაიდენი და ჰარისი არჩეული პრეზიდენტის და შესაბამისად, არჩეული ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მოხვედრის შესაძლებლობა გაუჩნდათ მას მერე, რაც 7 ნოემბერს პენსილვანის შტატში, სადაც დაიბადა ბაიდენი, მას მეტი ამომრჩეველი მიემხრო და საარჩევნო კოლეგიის, გამარჯვებისთვის საჭირო, 270 ხმაზე მეტი ხვდა წილად.

თავის პირველ საჯარო განცხადებაში ჰარისმა თქვა, რომ „ეს არჩევნები ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ბაიდენს და მე. საქმე ეხება ამერიკის სულს, ჩვენს მზადყოფნას, ვიბრძოლოთ მისთვის. წინ ბევრი სამუშაო გველის, მოდი, დავიწყოთ“, დაწერა ჰარისმა ტვიტერით.

56 წლის ჰარისი, კალიფორნიის ყოფილი გენერალური პროკურორი, ბიოლოგ შიმალა გოპალანას, ბრიტანეთის ინდოეთში დაბადებული, ამერიკაში სასწავლად წასული ქალის და იამაიკელი, 1961 წელს კალიფორნიაში გადასახლებული დონალდ ჰარისის შვილია. მამამისი მოგვიანებით სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა.

კამალა ჰარისი დემოკრატიული პარტიის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა, როცა 2020 წელს პარტიის პრაიმერიზში იღებდა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატობისთვის. ის სან-ფრანცისკოში საოლქო პროკურორი იყო და შემდეგ, სანამ სენატორი გახდებოდა, კალიფორნიის გენერალური პროკურორის პოსტი ეკავა.

ის თავის გზამკვლევებად ასახელებს აფრიკელ-ამერიკელ ქალებს, რომელთაგან ერთ-ერთი, შირლი ჩიზჰოლმი, პირველი აფრიკელ-ამერიკელი ქალი იყო, რომელიც 1972 წელს მსხვილი პარტიდან საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG