Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენს ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა მიულოცა პრეზიდენტად არჩევა


აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ჯორჯ ბუშმა (უმცროსმა) დემოკრატ ჯო ბაიდენს მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. ბუში აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2009 წლამდე და მას შემდეგ ის იშვიათად გამოხატავს ხოლმე თავის პოზიციებს პარტიული პოლიტიკის შესახებ.

ბუშის სახელით გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ის 8 ნოემბერს ესაუბრა არჩეულ პრეზიდენტს, მიულოცა მას და მადლობა უთხრა წინა საღამოს გამოსვლისთვის, რომელშიც ბაიდენმა ილაპარაკა თავის განზრახვაზე, გააერთიანოს ქვეყანა. „მართალია, ჩვენ გვაქვს, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა, მე მას კარგ ადამიანად ვიცნობ“, განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა ბაიდენის შესახებ.

ბუშის თქმით, ეს ელაპარაკა ასევე არჩეულ ვიც-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს, პირველ ქალს და პირველ ფერადკანიანს აშშ-ის მნიშვნელობით მეორე თანამდებობაზე და „ისტორიული არჩევა მიულოცა“.

ბუშმა მიულოცა ასევე პრეზიდენტ ტრამპს და მის მომხრეებს ჩატარებული კამპანიის გამო. ბუშის აზრით, ტრამპის უფლებაა, საჩივარი შეიტანოს სასამართლოში და ესწრაფოს ხმების ხელმეორედ დათვლას. ამასთან, ბუშს სჯერა, რომ ამერიკელებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ არჩევნების სამართლიანობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG