Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 20-მდე გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი


რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაადასტურეს.

სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, 61 შემთხვევა გასული შაბათ-კვირის განმავლობაში დაფიქსირდა, COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი კი 20-მდე გაიზარდა. წინა მონაცემებით, რომელიც 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა, გარდაცვლილი იყო 16.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ სექტემბრის შუა რიცხვებიდან კორონავირუსით დაავადდა 1282 ადამიანი და მათგან გამოჯანმრთელებულია 172.

ბოლო დროა, დე ფაქტო ხელისუფლება 15 სექტემბრის შემდგომი პერიოდის სტატისტიკას აქვეყნებს. 15 სექტემბრიდან გაიხსნა პანდემიის გამო რუსეთთან გაზაფხულზე დაკეტილი ე.წ. საზღვარი. მანამდე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში აღრიცხული ჰქონდათ კორონავირუსის 90 შემთხვევა.

საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო ხელისუფლებას აპრილიდან 8 ნოემბრის ჩათვლით დადასტურებული აქვს კორონავირუსის 4720 შემთხვევა, მათგან 2831 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 51 ადამიანი.

XS
SM
MD
LG