Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების ერევნის ოფისს თავს დაესხნენ


რადიო თავისუფლების ერევნის ბიუროს თავს დაესხნენ ქვეყანაში მთიანი ყარაბაღის გარშემო ომის დასრულებაზე შეთანხმების შემდეგ დაწყებული არეულობის დროს.

„ათობით ახალგაზრდა, დაახლოებით 40 ადამიანი, თავს დაესხა რადიო თავისუფლების ოფისს „იმისათვის, რომ დაეზიანებინათ სერვერები, რათა არ გავსულიყავით ეთერში“. მათ სცადეს ჩაემტვრიათ კარი და დაერტყათ ჩემთვისა და ოპერატორისთვის“, - წერს რადიოს სომხური სერვისის პროდიუსერი არტაკ ჰამბარძუმიანი ფეისბუკზე.

სომხეთის დედაქალაქ ერევანში არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ მინისტრმა,ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გარშემო ომის შეწყვეტაზე შეთანხმების შესახებ. დოკუმენტს სომხეთის ლიდერთან ერთად, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები აწერენ ხელს.

შეთანხმების თანახმად, სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე, ხოლო მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან.

მომიტინგეები ერევანში შეიჭრნენ მთავრობის სახლში და პრემიერ მინისტრის კაბინეტში. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG