რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 52 ადამიანის დაინფიცირება და 4-ის გარდაცვალება დაადასტურა.
სამი პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა და ერთი სოხუმში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მობილურ ჰოსპიტალში.
აპრილიდან 9 ნოემბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 4772 შემთხვევა. მათგან 2929 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 55 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი