Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის გენპროკურორმა გზა გაუხსნა იუსტიციის სამინისტროს, გამოიკვლიოს კენჭისყრის გაყალბების შესახებ ტრამპის დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო


აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა ფედერალურ პროკურორებს უფლებამოსილება მიანიჭა, გამოიძიონ კენჭისყრის დროს შესაძლო გაყალბება მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დასტური პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან ბრალდებისა, რომ მისი მარცხი დემოკრატ ჯო ბაიდენთან გამოიწვია ფართო დარღვევებმა.

ბარის მიერ 9 ნოემბერს გავრცელებული მემორანდუმის საპასუხოდ, აშშ-ის მედიის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს, არჩევნების დროს ჩადენილი დანაშაულის განყოფილების ხელმძღვანელმა შიდა ელექტროფოსტით გაავრცელა წერილი, რომ გადადგება, მას მერე, რაც გაეცნო დოკუმენტს „ახალი პოლიტიკის და მისი შედეგების შესახებ“.

ბარი ტრამპთან დაახლოებული პირი და მისი დამცველია, რომელსაც დემოკრატებმა არაერთხელ დასდეს ბრალი იუსტიციის სისტემის პოლიტიზებაში თანამდებობაზე ყოფნის დროს.

ბაიდენის საარჩევნო შტაბმა დაადანაშაულა ბარი, რომ გაყალბების შესახებ ტრამპის დაუსაბუთებელ ბრალდებებს აძლიერებდა.

ბაიდენის უფროსმა მრჩეველმა, ბობ ბაერმა განაცხადა, რომ „ეს იგივე განცხადებებია, რომლებიც პრეზიდენტს და მის ადვოკატებს ყოველდღე შეაქვთ და სხვადასხვა სასამართლო დასცინის მათ“.

ტრამპის ადმინისტრაციამ იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, გამოიძიოს გაყალბების შესახებ განცხადებები, ხოლო მისმა შტაბმა რამდენიმე შტატის სასამართლოში შეიტანა საჩივრები.

მოსამართლეებმა საჩივარი უარყვეს მიჩიგანსა და ჯორჯიაში და ექსპერტები მოელიან, რომ ტრამპის იურიდიულ მცდელობებს არჩევნების შედეგების შეცვლის მცირე შანსი აქვს.

ფედერალური პროკურორებისთვის გაგზავნილ წერილში ბარი ხაზს უსვამს, რომ იუსტიციის სამინისტროს არ აქვს გაყალბებების დამადასტურებელი საბუთები კენჭისყრის შესახებ, რომელშიც გაიმარჯვა ბაიდენმა, მაგრამ ფედერალურ პროკურორებს მისცა საშუალება, გამოიძიონ შემთხვევები, რომლებსაც ჩვეულებრივ შტატები თვითონ იკვლევდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG