Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე: კავკასიაში ახალი ერა იწყება


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი twitter-ზე ეხმაურება მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეებს შორის და წერს, რომ ეს კავკასიაში ახალი ერის დასაწყისი გახდება.

"ვულოცავ ჩვენს მეგობარ სომხეთსა და აზერბაიჯანს ამ ტრაგიული ომის დასრულებას. მადლობას ვუხდი ფასილიტატორებს და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს! თანაშროლომლობის ახალ თავს ვიწყებთ", - სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ტვიტერზევე. ძირითადად ეთნიკურად სომეხი ინტერნეტმომხმარებლები მას უწერენ, რომ რეგიონში მშვიდობა არ არის და უფრო ფრთხილი იყოს განცხადებებში.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა არაერთ რაიონზე. სულ ბოლოს, 9 ნოემბერს ქალაქ შუშაზე.

9 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსეთი მთიან ყარაბაღში განათავსებს სამშვიდობო კონტინგენტს და გააგზავნის 1969 სამხედროს, 90 ჯავშანმანქანას და 380 ერთეულ საავტომობილო და სპეცტექტიკას. ოპოზიცია ფაშინიანს კაპიტულაციაში ადანაშაულებს და მის გადადგომას ითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG