Accessibility links

logo-print logo-print

დეკანოიძის თქმით, ვაშაძეს ქუჩის პარლამენტით ჩანაცვლებაზე პოზიცია პარტიასთან არ შეუთანხმებია


"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ამავე პარტიის სხვა ლიდერს, გრიგოლ ვაშაძეს პარტიაში პოზიცია არ შეუთანხმებია, როცა ამბობდა, რომ "ქუჩა საკანონმდებლო ორგანოთი" უნდა ჩანაცვლებულიყო.

"სამწუხაროა, რომ პარტიის თავმჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს. ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ. ოფიციალური პარტიის განცხადება გაკეთდება ცალკე", - წერს დეკანოიძე.

დეკანოიძის ამ კომენტარს წინ უსწრებდა გრიგოლ ვაშაძის განცხადება. ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიტანონ და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩაანაცვლონ. ვაშაძის ამ კომენტარის გამო განმარტებები მოითხოვა "ევროპულმა საქართველომ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG