Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ყარაბაღზე


იან კელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში ტვიტერზე აკრიტიკებს საქართელოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მთიან ყარაბაღში ომის დასრულებასთან დაკავშირებით.

„როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს ისეთი შეთანხმების გამო მილოცვა, რომელიც კავკასიაში რუსეთის მორიგ ოკუპაციას ამყარებს და ბლოკავს დასავლეთს?“, - წერს იან კელი.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება Twitter-ით მიულოცა სომხეთსა და აზერბაიჯანს და დაწერა, რომ „ეს კავკასიაში ახალი ერის დასაწყისი გახდება“. ტვიტს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ძირითადად ეთნიკურად სომეხი ინტერნეტმომხმარებლები საქართველოს პრეზიდენტს უწერენ, რომ რეგიონში მშვიდობა არ არის და მეტი სიფრთხილე მართებს განცხადებებში.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე წლის 27 სექტემბერს განახლებული ომი მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გარშემო 9 ნოემბერს დასრულდა შეთანხმებით, რომელსაც ხელს აწერენ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთს მთიან ყარაბაღში თავისი სამშვიდობო კონტინგენტი შეჰყავს. სომხეთში ოპოზიციური პარტიები ფაშინიანს კაპიტულაციაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG