Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები


სომხეთის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული აკრძალვის მიუხედავად, ერევანში გრძელდება ოპოზიციის მიტინგი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. საპროტესტო აქციის მოწოდებით გამოვიდა 17 პოლიტიკური პარტია.

პოლიციამ დილიდან შემოარტყა ალყა თავისუფლების მოედანს ქალაქის ცენტრში, სადაც იგეგმებოდა ღონისძიება და მისი მონაწილეების დაკავება დაიწყო. ხელისუფლების თანახმად, დაკავებები ხორციელდება ქვეყანაში მოქმედი სამხედრო მდგომარეობის შესახებ კანონის შესაბამისად.

უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ოპოზიციური პარტიის, „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი და რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ყოფილი ლიდერი ვაგრამ ბაღდასარიანი.

შემდეგ აქციის მონაწილეები მარშით გაემართნენ პარლამენტის შენობისკენ.

ოპოზიცია ფაშინიანის გადადგომას ითხოვს მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის არმიამ 27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო ოპერაციების შედეგად ხელში ჩაიგდო იმ ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომელიც სომხეთის არმიას მთიან ყარაბაღში ომის შედეგად ჰქონდა დაკავებული 1994 წელს.

სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რომელიც 10 ნოემბერს შევიდა ძალაში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები შეიჭრნენ სომხეთის მთავრობისა და პარლამენტის შენობებში.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმება საუკეთესო გამოსავალია ფრონტზე შექმნილ ვითარებაში, ვინაიდან მისი ხელმოწერის გარეშე აზერბაიჯანის ჯარები მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის დაკავებას შეძლებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG