Accessibility links

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს კორონავირუსი აქვს


კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს.

სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილი თავს კარგად გრძნობს, სახლში იმყოფება და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს, მასთან კონტაქტის მქონე პირები კი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

ნოემბრის დასაწყისში, კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას.

11 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG