Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპულმა საქართველომ" 30-ვე ოლქის შემაჯამებელი ოქმები ცესკოში გაასაჩივრა


​"ევროპულმა საქართველომ" საქართველოს 30-ვე ოლქის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პარტიის წევრი, ბესიკ დონაძე აცხადებს, რომ, მისი აზრით, ცესკო არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს და კვლავ დაუდგენელი დარჩება რეალური სურათი.

"თუკი აღნიშნული საჩივრების დაკმაყოფილება სურდა "ქართულ ოცნებასა" და ხელისუფლებას, ისინი ამას დააკმაყოფილებდნენ ქვედა დონეზე, სადაც შესაძლებელი იყო რეალობის დადგენა და გადათვლა უბნების", - განაცხადა დონაძემ.

31 ოქტომბრიდან დღემდე ოპოზიცია ქუჩის აქციებით ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ისინი არ იზიარებენ იმ შედეგებს, რომელიც ამ მოცემულობით აქვთ. ერთი მხრივ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ, მეორე მხრივ კი, აყენებენ წინაპირობებს, რომელსაც მეორე მხარე არ ეთანხმება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია რიგგარეშე არჩევნები, ხელისუფლება კი მხოლოდ არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG