Accessibility links

site logo site logo

მინკსში პატივს მიაგებენ ცემის შედეგად დაღუპული რომან ბონდარენკოს ხსოვნას


ადამიანები ემშვიდობებიან რომან ბონდარენკოს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ათასობით ადამიანი მიაგებს პატივს 31 წლის რომან ბონდარენკოს ხსოვნას. მას და რამდენიმე სხვა მოქალაქეს უცნობმა პირებმა ხუთშაბათს სცემეს თეთრ-წითელი ალმების გამო მომხდარი კონფლიქტის დროს.


რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ბონდარენკოს სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფმა ნიღბიანმა მამაკაცმა სცემა. ასე ჩაცმული სავარაუდოდ ძალოვანი სტრქუტურების წარმომადგენლები ხშირად უსწორდებიან მინსკის ქუჩებში გამოსულ, განსაკუთებით ხელისუფლების მიერ აკრძალული წითელ-თეთრ-წითელდროშებიან ადამიანებს.


საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური ვერსიით, მინსკში ჩერვიაკოვის ქუჩაზე ჩხუბი მოხდა აგრესიულად განწყობილ ადგილობრივ მცხოვრებლებს და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ეზოში გამოფენილი დროშების ჩამოხსნას ცდილობდნენ. ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებდნენ, რომ ბონდარენკო ჩხუბის დროს „ალკოჰოლური ინტოქსიკაციის“ მდგომარეობაში იმყოფებოდა.


მაგრამ მალევე დამოუკიდებელმა მედიამ მოიპოვა ექიმების დასკვნა, რომლის თანახმადაც მოკლულის სისხლში საერთოდ არ აღმოჩნდა ალკოჰოლი.

ჩხუბის თვითმხილველები აცხადებენ, რომ რომან ბონდარენკოს ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მძლავრად უბიძგა ხელი, რა დროსაც ის თავით დაენარცხა ასფალტს. ტრავმის შედეგად ბონდარენკოს განუვითარდა ტვინის შეშუპება და ხუთშაბათს საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG