Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ამკაცრებს შეზღუდვას კორონავირუსის შემთხვევების სწრაფად ზრდის გამო


ამერიკის ზოგიერთი შტატი განიხილავს მკაცრი შეზღუდვების შემოღებას მას შემდეგ, რაც საავადმყოფოებში სარეკორდოდ გაიზარდა COVID-19-ით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა.



აშშ-ში, სადაც პანდემიის განმავლობაში ერთი დღის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მანამდე 100 000 ინფიცირებული იყო, 12 ნოემბერს გამოვლინდა 150 ათასი ახალი ინფიცირებული. ბოლო ორ კვირაში სტაციონარულ მკურნალობაზე საავადმყოფოებში მოხვდა 66 000 პაციენტი.



ორგანიზაცია COVID Tracking Project-ის თანახმად, კორონავირუსის შედეგად აშშ-ში დღეში საშუალოდ იღუპება 1000-მდე პაციენტი, რაც ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს იყო აპრილის თვეში, კორონავირუსის პირველი ტალღის პიკში.



უფრო უარესი განვითარების თავიდან აცილების მიზნით, რიგი შტატები ცდილობენ შემოიღონ ახალი შეზღუდვები. ნიუ-იორკი, სან ფრანცისკო და ჩიკაგო შეუერთდნენ იმ შტატებს, სადაც შეიზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა და რეგლამენტირებული იქნება რესტორნებისა და ბარების სამუშაო საათები.

დეტროიტში, ინდიანაპოლისში, ფილადელფიასა და მინეაპოლისში საგანმანათლებლო დაწესებულებები აპირებენ უარი თქვან საკლასო მეცადინეობის ჩატარებაზე.

XS
SM
MD
LG