Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო მიჩიგანში უარყოფს ტრამპის საპრჩელს, დიტროიტში ხმების დამტკიცების შეჩერების შესახებ


მიჩიგანის სასამართლომ არ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის მომხრეთა სარჩელი, რომელიც დიტროიტში ხმების დამოწმების შეჩერებას ითხოვდა, რაც დარტყმაა პრეზიდენტის იურიდიული მცდელობებისა, გაუქმდეს არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.

13 ნოემბერს სასამართლომ დაადგინა, რომ ბიულეტენების დამტკიცების შეჩერება უეინის რაონში, რომელშიც შედის დიტროიტიც, სადაც ბაიდენს მიემხრო უმრავლესობა, „სასამართლოს მოქმედების უპრეცედენტო“ გამოვლენა იქნებოდა.

შშ-ის მასმედიის უმთავრესმა საშუალებებმა გამოაცხადეს, რომ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული ბაიდენია, თუმცა შედეგები ყველა შტატში არ იყო დათვლილი. ტრამპი, რომელიც ბაიდენის არსებითი უპირატესობით მიუხედავად, არ აღიარებს მეტოქის გამარჯვებას, სასამართლოების გზით ცდილობს შედეგების შეცვლას ზოგიერთ შტატში, რომლებზეც დაუსაბუთებლად აცხადებს, რომ იქ ადგილი ჰქონდა გაყალბებას.

13 ნოებერს უარყოფილი სარჩელი შეიცავდა ბრალდებას, რომ ხმის მიცემის დროს მოხდა გაყალბება და დარღვევები. ტრამპი მოითხოვდა ხმებს დამტკიცების შეჩერებას და ახალ არჩევნებს დიტროიტში.

საარჩევნო უწყებების თანამშრომლებს და სასამართლოებს მთელ ქვეყანაში არ შეუნიშნავთ ფართო დარღვევები და ასეთი რამ რომც გამოჩნდეს, არ იქნება საკმარისი არჩევნების შედეგის შესაცვლელად.

XS
SM
MD
LG