Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2030 წლიდან დიდ ბრიტანეთში აიკრძალება შიდაწვის ძრავის მქონე ახალი ავტომობილების გაყიდვა


2030 წლიდან დიდ ბრიტანეთში აიკრძალება შიდაწვის ძრავის მქონე ახალი ავტომობილების გაყიდვა - ხუთი წლით ადრე, ვიდრე ადრე იყო დაგეგმილი. ამის შესახებ BBC იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით, რომელთა ვინაობას ის არ ასახელებს.

აკრძალვა შეეხება ავტომობილებს, რომლებიც ბენზინისა და დიზელის საწვავზე მუშაობს. ამის შემდეგ ხუთ წელში მოხდება ჰიბრიდული აგრეგატების მქონე მანქანების აკრძალვა. ადრე დაგეგმილი იყო, რომ შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების აკრძალვა 2040 წელს შევიდოდა ძალაში, შემდეგ ეს თარიღი 2035-ით შეიცვალა.

როგორც იტყობინებიან, აკრძალვის შესახებ პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მომავალ კვირაში გამოაცხადებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურმა უარი თქვა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე.

ბენზინისა და დიზელის ძრავიანი ახალი ავტომობილების გაყიდვაზე აკრძალვის დაწესებას ევროპის მრავალი ქვეყანა აპირებს. 2025 წლიდან აკრძალვა ამოქმედდება ნიდერლანდში, დანიაში, შვედეთში, ისლანდიაში, ირლანდიასა და სლოვენიაში. აკრძალვის შემოღება 2035 წელსაა დაგეგმილი აშშ-ის კალიფორნიის შტატში, 4040 წელს - საფრანგეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG