Accessibility links

site logo site logo

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღის ომში დაიღუპა სომხეთის 2300 სამხედრო


სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ომში სომხეთის 2300 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს დაახლოებით ათასით ნაკლებია სომხეთის თავდაცვის სამინსიტროს მიერ გამოცხადებულ რიცხვზე.

შაბათს საღამოს ერევანში გაიმართა ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მრავალათასიანი მსვლელობა.

ამასობაში მთიან ყარაბაღში პატრულირებას იწყებს რუსეთის სამხედრო პოლიცია, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა. ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტი განლაგდება პასუხისმგებლობის ორ ზონაში - სამხრეთსა და ჩრდილოეთში. პირველში შედის სტეფანაკერტის მიდამოები, აგდამი და ლაჩინი. მეორეში - ტერტერისა და აგდამის რაიონების ჩრდილოეთი ნაწილები, ქალაქი მარდაკერტი.

როგორც ინტერფაქსი იტყობინება კონაშენკოვზე დაყრდნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ფრონტის მთელ ხაზზე იცავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG