Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამსტერდამის აეროპორტში დააკავეს კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე


პოლიციამ ამსტერდამის აეროპორტ „შიპჰოლში“ ძალადობის მცდელობისთვის დააკავა საქართველოს მოქალაქე, 32 წლის კაცი.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებას წინ უძღოდა შემოწმება, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეს აღმოუჩინეს კორონავირუსზე ტესტირების დადებითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კაცი, რომელიც ნიდერლანდის სამეფოში საქართველოდან ჩავიდა და მალტაში გამგზავრებას აპირებდა, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. მის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG