Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ნიკა მელიას ოფისზე თავდამსხმელი მკაცრად დაისჯება


„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის წარმომადგენლის ბექა დავითულიანის განცხადებით, მკაცრ პასუხს მიიღებს ის, ვინც გლდანის ოპოზიციონერი მაჟორიტარი კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში ცეცხლი გააჩინა. ბექა დავითულიანმა ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„გამოძიებული იქნება ბოლომდე და აუცილებლად, ვინც არ უნდა იყოს, ხაზგასმით ვამბობ ამას, ვინც არ უნდა იდგეს ამ ოფისის დაწვის საქმის უკან, აუცილებლად, უმკაცრეს პასუხს მიიღებს. ვინ დგას ამის უკან, ამას გამოძიება გაარკვევს“, - განაცხადა დავითულიანმა.

გლდანის ოპოზიციონერი მაჟორიტარი კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის მინა ჩაამსხვრიეს და ცეცხლი წაუკიდეს.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სხვისი ნივთის დაზიანებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG