Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში გამართულ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა რამდენიმე ქალაქში


ბაკირ იზეტბეგოვიჩი
ბაკირ იზეტბეგოვიჩი

ბოსნიის ოპოზიციამ კვირას გამართულ ადგილობრივ არჩევნებში ქვეყნის სამი ქალაქის მერის პოსტისთვის ბრძოლაში დაამარცხა მმართველი ნაციონალისტური ყაიდის პარტიები.

ბოსნიის მუსლიმური დემოკრატიული მოქმედების პარტიამ (SDA), რომელსაც სათავეში უდგას ბოსნია-ჰერცეგოვინის კოლექტიური მმართველობის წევრი, ბაკირ იზეტბეგოვიჩი, ზომიერი პარტიების კოალიციასთან 4-დან სამ მუნიციპალიტეტში განიცადა მარცხი.

ბანია ლუკაში, უპირატესად სერბებით დასახლებულ რესპუბლიკა სპრსკას ადმინისტრაციულ ცენტრში, ოპოზიციურმა დემოკრატიული პროგრესის პარტიამ (PDP) მერის არჩევნებში დაამარცხა მილორად დოდიკის, დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატთა (SNSD) ალიანსი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, არჩევნებში დარეგისტრირებული 3,3 მილიონი ამომრჩეველი მონაწილეობდა მერებისა და მუნიციპალიტეტის არჩევნებში, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართა ბოსნიის ორ ავტონომიურ რეგიონში - ბოსნიელ ხორვატთა ფედერაციასა და რესპუბლიკა სპრსკაში, და ასევე ნეიტრალურ ბრჩკოს ოლქში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG