Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში დაკავებულ ჟურნალისტებს პატიმრობა მიუსაჯეს


ბელარუსში 16 ნოემბერს მიმდინარეობს იმ პირების სასამართლო პროცესები, რომლებიც დააკავეს გასული კვირის საპროტესტო აქციებზე. ბრალდებულებს შორის არიან ჟურნალისტები.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, დაკავებული რჩება სულ 24 ჟურნალისტი. 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს კვირას მინსკში დაკავებულ ანდრეი რიბჩიკს. Tut.By-ს განყოფილების უფროსს, მარია იარომეს 13-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის 13 ნოემბერს დაკავეს მინსკში, როცა მოკლული რომან ბონდარენკოს ხსოვნისადმი მიძღვნილ სოლიდარობის ჯაჭვში მონაწილეობდა.

არ არის ცნობილი რადიო თავისუფლების კორესპონდენტის, 15 ნოემბერს მინსკში ცოლთან ერთად დაკავებული იგორ კარნეის ადგილსამყოფელი.

ბელარუსის მილიციამ 15 ნოემბრის საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით დააკავა 23 ჟურნალისტი და 1100-ზე მეტი დემონსტრანტი.

უფლებადამცველ ჯგუფ „ვიასნას“ თანახმად, ყველაზე მეტი ადამიანი სამართალდამცველებმა დააკავეს მინსკში, სადაც შავნიღბიანმა სპეცრაზმელებმა და უსაფრთხოების აგენტებმა ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის ცნობით, სამართალდამცველების მიერ დაკავებულ 23 ჟურნალისტთაგან ოთხი რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურთან თანამშრომლობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG