Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მედია: ტრამპმა თავის მრჩევლებს ჰკითხა ირანის ბირთვულ ობიექტებზე სამხედრო დარტყმის შესაძლებლობების თაობაზე


ნათანზის ბირთვული ობიექტი ისპაჰანთან
ნათანზის ბირთვული ობიექტი ისპაჰანთან

The New York Times-ი იტყობინებოდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის მაღალი რანგის მრჩევლებთან შეხვედრისას დასვა შეკითხვა იმის თაობაზე, თუ ირანის ატომურ ობიექტებზე სამხედრო დარტყმის მიყენების
რა ვარიანტები არსებობდა.

შეხვედრაზე იყვნენ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კრისტოფერ მილერი და შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი. ტრამპის შეკითხვა შეეხებოდა ირანის მთავარი ბირთვული ობიექტის წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას მომავალ კვირებში. 16 ნოემბრის სტატიის ავტორების თანახმად, მრჩევლებმა ტრამპს არ ურჩიეს ასეთი ოპერაციის ჩატარება და „გააფრთხილეს, რომ მისი პრეზიდენტობის ბოლო თვეს ასეთი ნაბიჯი უფრო დიდ კონფლიქტს გამოიწვევდა“, წერდა გაზეთი. აშშ-ის ერთმა მოხელემ ინფორმაცია დაადასტურა „როიტერსთან“ საუბარში. „შესაძლებლობები იკითხა. სხვადასხვა სცენარი წარუდგინეს და მან საბოლოოდ გადაწყვიტა, უარი ეთქვა“.

თეთრ სახლს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მრჩევლებთან ტრამპის შეხვედრა შედგა მას მერე, რაც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გავრცელა ანგარიში, სადაც ლაპარაკია ირანის მიერ გამდიდრებული ურანის მარაგების მეტად გაზრდაზე, ვიდრე ეს თეირანს ნაკისრი აქვს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობებით. აშშ-მა 2018 წელს დატოვა ბირთვული შეთანხმება მიზეზით, რომ ის ვერ უზრუნველყოფდა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG