Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში დააკავეს დრეზდენის „მწვანე თაღის“ საგანძურის ძარცვაში ეჭვმიტანილები


"მწვანე თაღის" მუზეუმი
"მწვანე თაღის" მუზეუმი

ქალაქ დრეზდენის „მწვანე თაღის“ მუზეუმის საგანძურის გახმაურებული ძარცვიდან ერთი წლის თავზე, პოლიციამ ბერლინში შეიპყრო სამი ეჭვმიტანილი. სააგენტო DPA-ს თანახმად, ყველა ეჭვმიტანილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეა.

გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, გერმანიის დედაქალაქში მოქმედ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან არიან დაკავშირებული.

ბერლინში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა პოლიციის 1600 თანამშრომელი, გაიჩხრიკა 18 ობიექტი, მათ შორის - ბინები და გარაჟები. იუწყებიან, რომ კიდევ ორი პირი ძებნაში იმყოფება.

2019 წლის 25 ნოემბერს ბოროტმოქმედებმა ცეცხლი წაუკიდეს ელექტროფარს, რომელიც დენს აწვდიდა „მწვანე თაღისა“ და დრეზდენის სხვა მუზეუმებს. მოგვიანებით მძარცველებმა გადაჭრეს ფანჯრის გისოსები და საგანძურში შეცვივდნენ. მათ თან წაიღეს მე-18 საუკუნის საგანძური: მარგალიტის, ოქროსა და ბრილიანტის სამეფო სამკაულები. Bild-ი თანახმად, ნაძარცვი საგანძურის თანხა დაახლოებით 1 მილიარდ ევროს შეადგენდა. აქამდე არცერთი ნაძარცვი ნივთი არ უპოვიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG