Accessibility links

site logo site logo

იან კელის აზრით, სადავო არჩევნების ფონზე, შეცდომაა, რომ პომპეო მხოლოდ ხელისუფლებას ხვდება


იან კელი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში მიიჩნევს, რომ სადავო არჩევნების შედეგების ფონზე, შეცდომაა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მხოლოდ ხელისუფლებას ხვდება.

„პომპეო საქართველოშია, კიდევ ერთ ქვეყანაში, რომელშიც არჩევნების შედეგები სადავოა. ის მხოლოდ ხელისუფლებას ხვდება. ეს შეცდომაა“, - წერს იან კელი ტვიტერზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თბილისს 17 ნოემბერს ეწვევა. 18 ნოემბერს ის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები თბილისში მდუმარე აქციას გამართავენ და „ცოცხალი ჯაჭვით“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს გააპროტესტებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG