Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში საქართველოს ელჩი ამბობს, რომ ვიზიტის ფარგლებში რიკერი პომპეოს არ უნდა წაჰყოლოდა და ამიტომ დარჩა


აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ქვეყნიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გამგზავრების შემდეგ მისი თანაშემწის დარჩენა გადაწყვეტილი იყო და გეგმა მოულოდნელად არ შეცვლილა. ამის შესახებ ელჩმა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციის დატოვების შემდეგ განაცხადა.

"ბატონი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე რიკერი ფარავს იმ მიმართულებებს, რომელიც ევროპასა და ევრაზიას მოიცავს. ასე რომ, ის ახლდა სახელმწიფო მდივანს ევროპასა და ევრაზიაში. შემდგომ, როცა სახელმწიფო მდივნის ვიზიტი გაგრძელდა ახლო აღმოსავლეთში, ის დარჩა და აქედან გაბრუნდა ვაშინგტონში. ეს განსაზღვრული იყო, რომ ამ პერიოდით რჩებოდა", - განმარტა ბაქრაძემ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტი გუშინ, 18 ნოემბერს დაასრულა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, რომელიც შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, კათოლიკოს-პატრიარქს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მოლოდინის მიუხედავად, ის არ შეხვედრია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც მასთან 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საკითხზე აპირებდნენ საუბარს.

პომპეოს გამგზავრების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერი. შეხვედრა მოულოდნელად ჩაინიშნა.

XS
SM
MD
LG