Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა" უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა


პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველოს საფეხბურთო კლუბი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. უახლესი ისტორია ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ დაწერა. საქართველოს 2019 წლის ჩემპიონმა ახლახან, ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სტუმრად, დამატებით დროში დაამარცხა ყაზახეთის ჩემპიონი „ოქჟეტპესი“. დღეს კი, კვლავ გასვლით მატჩში, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, მინიმალური ანგარიშით სძლია რუმინეთის მრავალგზის ჩემპიონ „ოლიმპია კლუჟს". ერთადერთი გოლი „ლანჩხუთელთა“ ლიდერმა ხატია ჭყონიამ გაიტანა, მატჩის 68-ე წუთზე.

დღევანდელი გამარჯვებით, „ლანჩხუთმა“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. მეთექვსმეტედფინალის კენჭისყრა 26 ნოემბერს შედგება. თამაშები კი 9 ან 10 დეკემბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG