Accessibility links

site logo site logo

ჯორჯიის შტატმა განაცხადა, რომ ხმების ხელახლა დათვლამ დაადასტურა ჯო ბაიდენის გამარჯვება


ჯორჯიის შტატში განაცხადეს, რომ საარჩევნო ბიულეტენების ხელით გადათვლის შედეგად დადასტურდა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის გამარჯვება. ჯორჯიის შტატის მდივნის, ბრედ რაფენსპერგერისის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ჯო ბაიდენს ხმა მისცა 2 475 141-მა ამომრჩეველმა, ხოლო დონალდ ტრამპს 2 462 857-მა.

"ამერიკის ხმა" ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივნის აპარატზე დაყრდნობით წერს, რომ ხელახლა დათვლის შედეგად ტრამპის შედეგი მხოლოდ 0.0099%-ით გაიზარდა.

ჯორჯიაში ხმების დათვლის პროცესში თავდაპირველად დონალდ ტრამპი ლიდერობდა, თუმცა შემდეგ ჯო ბაიდენი დაწინაურდა. ხელახალი დათვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც არაოფიციალურმა შედეგებმა აჩვენა ბაიდენის უპირატესობა დაახლოებით 140 000 ხმით. ჯორჯიას 16 ხმა აქვს საარჩევნო კოლეგიაში, რომელიც საბოლოოდ ირჩევს აშშ-ის პრეზიდენტს.

3 ნოემბრის არჩევნების წინასწარი შედეგებით, დემოკრატ ჯო ბაიდენს კოლეგიიდან უკვე აქვს გასამარჯვებლად საჭირო 270-ზე მეტი ხმა. რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა, რომელიც მყარი მტკიცებულებების გარეშე აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა, არაერთი სასამართლო დავა წამოიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG