Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის პატრიარქი გარდაიცვალა COVID-19-ის შედეგად


დღეს დილით, ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა სერბეთის პატრიარქი ირინეოსი(მიროსლავ გავრილოვიჩი". მას COVID-19-ის დიაგნოზი 4 ნოემბერს დაუსვეს. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური 90 წლის იყო.

კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებამდე რამდენიმე დღით ადრე, პატრიარქი ირინეოსი ხელმძღვანელობდა COVID-19-ით გარდაცვლილი, ჩერნოგორიის მიტროპოლიტის საეკლესიო პანაშვიდს. რადიო თავისუფლების სერბული სამსახურის ინფორმაციით, მიტროპოლიტის დაკრძალვაზე სასულიერო პირების და მრევლის უმრავლესობას და პოლიტიკოსების ნაწილს დამცავი ნიღბები არ ეკეთათ და არც დისტანციას იცავდნენ. მღვდლები ზიარებას ერთი კოვზიდან იღებდნენ და გარდაცვლილ მიტროპოლიტს ხელზე ამბორით ემშვიდობებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG