Accessibility links

logo-print logo-print

კომპანია MBC: სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან


მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC, სადაც შეიარაღებულმა პირმა მძევლად რამდენიმე ადამიანი აიყვანა, განცხადებას აკეთებს. აღნიშნული განცხადების თანახმად, კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მისი მითითებების შესაბამისად მოქმედებს. „ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს. შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება "ემბისი"-ს უპირველესი ამოცანაა”, - აღნიშნულია MBC-ის განცხადებაში. თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციია „ემ-ბი-სის“ ოფისთან პოლიციის მობილიზების შესახებ განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მისი პირველადი ინფორმაციით, ოფისში შეიარაღებული პირია შეჭრილი.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ-ბი-სი"-ს ოფისში თავდამსხმელს ცხრა მძევალი ჰყავს აყვანილი.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG